1 თებერვალს, Noble Savage უმასპინძლებს ბერლინელ არტისტს Sascha Cawa-ს (Katerblau), მას welcoming set-ით გამორჩეული ქართველი არტისტი, სასცენო სახელით Ninshu დახვდება.
Sascha Cawa არის ბერლინის ანდერგრაუნდ მუსიკის მთავარი ფიგურა, რომელიც ცნობილია ტექნოსა და ჰაუს მუსიკასთან ღრმა კავშირით. ის არა მხოლოდ დიჯეია, არამედ პროდიუსერიც, რომელსაც უყვარს ბგერებით ექსპერიმენტები, იყენებს მოდულურ სინთებს, დრამის აპარატებს და რევერბs, ტრეკების გასამდიდრებლად. როგორც Katermukke-ის ლეიბლისა და საკულტო კლუბის Kater Blau-ს თანადამფუძნებელი, საშამ უდიდესი როლი ითამაშა ბერლინის ღამის ცხოვრებისა და მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებაში.
იგი აქტიური იყო 90-იანი წლებიდან, საშა უკრავდა დიდ ფესტივალებზე, როგორიცაა Fusion, Garbicz და ADE, და მისი მუსიკა გამოვიდა ისეთ ცნობილ ლეიბლებზე, როგორიცაა Kiosk I.D., URSL და Upon.You. მისი ტრეკები გამდიდრებულია რთული მელოდიებითა და ატმოსფერული ვაიბებით, რაც მათ გამორჩეულს ხდის ანდერგრაუნდ ელექტრონული მუსიკის სამყაროში.