მარიამ ნიკურაძე ჩვენი კლუბის ხშირი სტუმარი და მეგობარია, რომელსაც ახლა ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდება.
მარიამს მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და თურქეთში ჩატარებული მეორე ოპერაციის შემდეგ ბიოფსიის პასუხი მიიღო, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობას აჩვენებს.
მას დაენიშნა ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსები, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ჩვენი დახმარება სჭირდება. იმისათვის რომ მარიამმა ეს გზა მშვიდად გაიაროს, ხუთშაბათს 18 იანვარს ვერთიანდებით მის მხარდასაჭერად.
ივენთზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება მარიამის ანგარიშზე.