ჩემპიონატამდე საქართველოს თასის ეტაპები ყველა სამთო კურორტზე ჩატარდება.
დაგროვილი ქულების მიხედვით შეირჩევიან სპორტსმენები, რომლებიც სეზონის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატზე ნაკრების წევრის ტიტულისვთის იბრძოლებენ.
სათხილამურო ფედერაცია და სილქნეტი მხარს უჭერს მომავალ თაობაში ახალი ტალანტების აღმოჩენას!
2024 წლის ზამთრის სეზონის ბოლოს საქართველოს სათხილამურო ფედერაცია გუდაურში წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო დისციპლინაში გამართავს!
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.