გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. კარის გაღების დრო 19:00. სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები იხილეთ ბმულზე: www.gff.ge/ge/stadiums/rules
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა — მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. თბილისის "დინამოს", საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანი.