საპატრიარქო გუნდის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

საპატრიარქო გუნდის კონცერტი

საღამოზე შესრულდება სხვადასხვა ეპოქის ქართველ დაევროპელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა. საკონცერტო რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილი ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები იქნება. გუნდი ასევე იმღერებს გენიალური იოსებ კეჭაყმაძის და სხვა ქართველ ავტორთა თხზულებებსაც.
საპატრიარქო გუნდის კონცერტი
Rustaveli Avenue
advertising

აღწერა

სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი და ზვიად ბოლქვაძე 
ფესტივალის "საჩუქარი"-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ 6 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს "იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა". დასაწყისი 19:30.

ადგილი

შოთა რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით "რუსთაველი", ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან, გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება