სანტას სახლი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სანტას სახლი

სანტას სახლი

სანტას სახლი
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ქართული

აღწერა

ენა:ქართული

ხანგრძლივობა:40 წუთი

საახალწლოდ ,, თოჯინების სახლი,, ,, სანტას სახლად ,, გადაიქცევა. უმასპინძლებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სანტას გაცნობა და ჯადოსნურ გარემოში მოხვედრა სურს. სანტა კლაუსი და ფიფქია საახალწლო ზღაპარს თოჯინებთან ერთად მოყვებიან. ასაკი +4

ფოტო და ვიდეო

სანტას სახლი

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება