მენიუ
5 მარტს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალი თაობის ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო-კონცერტს გამართავს. სანდრო ამჟამად, სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის ჰოხშულეში ფორტეპიანოს მიმართულებით და პარალელურად, იტალიის ქალაქ იმოლაში, საფორტეპიანო ოსტატობის აკადემიაში.
„ის კლავიშების ჯადოქარია და პუბლიკას მართავს” - ასე აფასებს მას საერთაშორისო მუსიკალური კრიტიკა.
2019 წლის სექტემბერში გამოიცა სანდრო ნებიერიძის პირველი ალბომი რახმანინოვისა და პროკოფიევის საფორტეპიანო ნაწარმოებებით,რომელიც ჩაწერა მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა და პრესტიჟულმა ლეიბლმა- Harmonia Mundi-მ. იგი მუდმივად მართავს კონცერტებს ევროპის ქვეყნებში - ჩეხეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა თუ გერმანიაში.
2021 წელს მას ასევე წილად ხვდა ლეგენდარული პიანისტის, ლანგ-ლანგის ჩანაცვლება დრეზდენში გამართულ საშობაო კონცერტზე, რომელიც ZDF-ის ეთერით გადაიცემოდა.სანდრო თანამშრომლობს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან, ჯანანდრეა ნოზედა, პეტრ პოპელკა, ოლივიე ტარდი და ა.შ.