სანდრო გეგეჭკორი / სოლო საფორტეპიანო კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

სანდრო გეგეჭკორი / სოლო საფორტეპიანო კონცერტი

2021 წელს მარია კანალსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა სანდრო გრან პრისა და მთლიანობაში 17 პრიზის მფლობელი გახდა. ამჟამად, სანდრო გეგეჭკორი სწავლობს ნიუ იორკში, მსოფლიოში პრესრიჟულ "ჯულიარდის სკოლაში", სადაც მან 2023 წელს პირველი სოლო კონცერტი გამართა.
სანდრო გეგეჭკორი / სოლო საფორტეპიანო კონცერტი
8, Griboedov street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

12 იანვარს კომპანია "ვისმინო" და კონცეპტArt თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი თაობის გამორჩეული პიანისტის სანდრო გეგეჭკორის კონცერტს წარმოგიდგენთ.

პროგრამა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - 6 ბაგატელი ფორტეპიანოსთვის თხზ. 126
ფერენც ლისტი - საფორტეპიანო სონატა სი მინორი
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: კონცერტ გებაუ - სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი). ასევე, გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

დასაწყისი: 20:00

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
8, Griboedov street, Tbilisi
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება