თითქმის ნახევარი საუკუნეა, ამ პლანეტაზე ვცხოვრობ.
ვარ მხატვარი. თბილისში დავიბადე. ორ ათწლეულზე
მეტი გერმანიაში – ჰამბურგსა და ბერლინში გავატარე.
მაგრამ თბილისი იყო ის ადგილი, სადაც ყოველთვის
ვბრუნდებოდი და ურომლისოდაც ვერ ვიცხოვრე.
ქალაქი განცდებით, სიყვარულითა და სევდით სავსე.
თბილისში 2023 წლის გაზაფხულზე ჩემი სახელოსნო
დაიწვა. ნამუშევრების უდიდესი ნაწილი განადგურდა.
მეც შევიცვალე, თითქოს გაქრა ზღვარი განვლილსა და
ამჟამინდელს შორის. წერა დავიწყე.
ეს ლექსები ნაზავია წარსულისა და აწმყოსი, მოკლედ
მოყოლილი გრძელი ამბებისა – იმისა, რაც აქ თუ სხვა
ცხოვრებაში თავს გადამხდენია.