მენიუ
მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა კვლავ ექსპოჯორჯიაში გაიმართება და უკვე 29-ედ შექმნის ინვესტორების, სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და მშენებლობით დაინტერესებული კერძო პირების დამაკავშირებელ უნიკალურ პლატფორმას.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, პანელური დისკუსიები და საქმიანი შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები ბაზრის სიახლეებს გაეცნობიან და შეხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს.
სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ათობით ქართული და უცხოური მწარმოებლის პროდუქცია რემონტითა და მშენებლობით დაინტერესებულ ყველა სტუმარს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი.