სამანიშვილის დედინაცვალი
თეატრი

სამანიშვილის დედინაცვალი

კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული "შემოდგომის აზნაურების" ცხოვრების მწუხრის ასახვაა. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერება რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა. ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო მოთხრობის გმირმა, ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს. მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს - ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს. დასაწყისი: 19:00 ასაკობრივი შეზღუდვა: 14+დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება!
სამანიშვილის დედინაცვალი
2/4, Shota Rustaveli Ave, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ინსცენირების ავტორი: ალექსანდრე ქოქრაშვილი
რეჟისორი: გიორგი მარგველაშვილი
მხატვარი: თეო კუხიანიძე

მოთხრობა "სამანიშვილის დედინაცვალი" 1897 წელს დაიწერა, მაშინ როცა ახალმა, გარემო პირობებმა ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს.

ფოტო და ვიდეო

სამანიშვილის დედინაცვალი

ადგილი

თავისუფალი თეატრი
თავისუფალი თეატრი
2/4, Shota Rustaveli Ave, Tbilisi
თეატრი რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.