მარილი - პრემიერა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მარილი - პრემიერა

მარილი - პრემიერა

მარილი - პრემიერა
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან29.75 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

08.11.2026
კვირა
20:00
29.75 ₾ - 35 ₾
29.75 ₾ - 35 ₾
ვრცლად
12.11.2026
ხუთშაბათი
20:00
29.75 ₾ - 35 ₾
29.75 ₾ - 35 ₾
ვრცლად

აღწერა

🔷სპეციალური შეთავაზება🔷

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის და Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის კვლავ მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

თიბისი კონცეპტის ფასდაკლება ეხება 1-6 რიგის ყველა ადგილს.

 

მარილი

პიესის ავტორი - ირაკლი სოლომანაშვილი

რეჟისორი - ლერი ომარაშვილი

მხატვარი - ელენე ჯაფარიძე

 

მსახიობები:

იგი - ალექსანდრე ბეგალიშვილი

ვენი - მარიამ ჯოლოგუა

ვაჟიკა - ბუკა თოლორდაბვა ( რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი )

 

სპექტაკლი ეძღვნება მხატვარ გიგა ლაპიაშვილის ხსოვნას

 

სპექტაკლის შესახებ:

დროში დაკარგული ოჯახი მარადიული აწმყოდან - სად იწყება რეალობა და სად მთავრდება ილუზია?

მათი წარსულიც და მომავალიც ისეთივე „უმარილოა“, როგორც მათივე სადილი. „იგი-ვენის“ ვნება არ ნელდება, მარილზე წასული ვაჟის მოლოდინი ჰეროიკულ ოცნებებს ბადებს, სხვისი ღალატის მსხვერპლის როლი კი სულ უფრო კომფორტული ხდება. სანამ ისინი პოტენციის ასამაღლებელ ნაყენებს სვამენ, ფანჯრებს მიღმა სამყაროს რუკა იცვლება და ზმანება რეალობაში იჭრება...

 

ჟანრი - აბსურდი

 

 

 

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი ვიზა

ფოტო და ვიდეო

მარილი - პრემიერა

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება