სალონური საუბრები „ბეჭდების მბრძანებელი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სალონური საუბრები „ბეჭდების მბრძანებელი

სალონური საუბრები „ბეჭდების მბრძანებელი"

სალონური საუბრები „ბეჭდების მბრძანებელი"
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ქართული

განრიგი

17.02.2026
სამშაბათი
20:00
30

აღწერა

 

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ექიმ ფსიქიატრ - ლაშა კილაძესთან.


🌟 თემა: „ბეჭდების მბრძანებელი" (ძალაუფლება და მორალი)


➡️️ შეხვედრა შეეხება ჯ. რ. რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ანალიზს ძალაუფლებისა და მორალური პასუხისმგებლობის კონტექსტში. განხილვა დაეფუძნება ტექსტის, როგორც ალეგორიული ნარატივის ინტერპრეტაციას, სადაც ბეჭედი წარმოდგენილია როგორც ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც მოქმედებს პერსონაჟების გადაწყვეტილებებზე, აჩენს ეთიკურ დილემებსა და განაპირობებს პიროვნულ ტრანსფორმაციებს.


🔸 გაანალიზდება, როგორ ხდება ძალაუფლება მორალური გამოცდა და როგორ აყალიბებს იგი ინდივიდის ღირებულებით სტრუქტურას. ყურადღება დაეთმობა პერსონაჟთა განსხვავებულ რეაქციებს ძალაუფლების ცდუნებაზე (ფროდო, გენდალფი, ბორომირი, გოლუმი), როგორც მორალური არჩევანის, თვითკონტროლისა და პასუხისმგებლობის სხვადასხვა მოდელებს.


🔸 ლექცია საშუალებას გვაძლევს გავიხსენოთ „ბეჭდების მბრძანებლის” სამყარო, ვისაუბროთ მასში გამოთქმულ და გამოხატულ მნიშვნელოვან საკითხებზე და ღიად ვიმსჯელოთ აუდიტორიის საინტერესო კითხვებზე როგოც ნაწარმოებზე, ასევე მის ღია თუ დაფარულ იდეებზე.


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

ფოტო და ვიდეო

სალონური საუბრები „ბეჭდების მბრძანებელი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება