14 თებერვალს, წლის ყველაზე რომანტიკულ ღამეს, ასკანელი ფალესტრა გამორჩეულ მუსიკალურ მოგზაურობაში გეპატიჟებათ. სცენას საერთაშორისო აღიარების მქონე არტისტი — SALIO თავის ბენდთან ერთად დაიკავებს.
SALIO-ს უნიკალური ხმა, ბენდის ენერგია და ფალესტრას გამორჩეული გარემო სწორედ ისაა, რაც თქვენს ვალენტინობას განსაკუთრებულს გახდის.
✨ რას გთავაზობთ ეს საღამო?
- SALIO-ს საუკეთესო ჰიტები და ცოცხალი შესრულება;
- ენერგიული ბენდი და დაუვიწყარი "დრაივი";
- გამორჩეული კოქტეილები და საუკეთესო ქართული ღვინო;
- სივრცე, სადაც მუსიკა და ესთეტიკა ერთიანდება.
📍 მისამართი: ასკანელი ფალესტრა
🕙 კარი იღება: 20:00 სთ
✨ პროგრამის დასაწყისი: 21:00 სთ
🎟️ ბილეთების ღირებულება:
Early Bird: 80 ₾ (ძალაშია 5 თებერვლის ჩათვლით)
I კალათა: 100 ₾
⚠️ შენიშვნა: მოცემული ბილეთის ფასი მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას (Standing). მაგიდების დაჯავშნასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.
ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას (გარდა ღონისძიების გაუქმების შემთხვევისა).
ასაკობრივი შეზღუდვა : 18+
„ასკანელი ფალესტრა“ გასტრო-კულტურული ადგილია, რომელიც ბრენდ „ასკანელის“ ფილოსოფიას — ქართული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის სინთეზს ეძღვნება. ეს არის სივრცე, სადაც ქართული სტუმართმასპინძლობის ტრადიცია საერთაშორისო სტანდარტების კულინარიულ ხელოვნებას ერწყმის.
ბრენდი „ასკანელისთვის“ პრიორიტეტულია ქართული კულტურის გაცნობა და გაზიარება როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. „ფალესტრა“ სწორედ ამ მისიის ცენტრია — აქ მოსული სტუმარი ეცნობა ქართული ვაზისა და ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც დახვეწილი გასტრონომიული გამოცდილებითა და ავთენტური გარემოთია გამდიდრებული.
მრავალფეროვანი პროგრამა, გამორჩეული მენიუ და დახვეწილი მუსიკალური გაფორმება „ასკანელი ფალესტრას“ თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
სამუშაო საათები • ყოველდღე 12:00 - 00:00
მისამართი: • თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ
რესტორანი Askaneli Falestra Lounge Bar — შეხვედრის ადგილი გემრიელი კერძებისთვის, უნიკალური ღვინოებისთვის და განსაკუთრებული სივრცისთვის, სადაც ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის.
