შატო ვარციხის ზაფხულის სეზონის გახსნა — 23 მაისი, განსაკუთრებული day party იმერეთის ბუნებაში.
ღონისძიება დაიწყება 16:00 საათიდან — მსუბუქი მუსიკა, welcome drinks და თავისუფალი, საზაფხულო განწყობა.
დღის განმავლობაში გაიმართება შატო ვარციხის ახალი ღვინის დეგუსტაცია, იმუშავებს კვებისა და ბარის ზონები, ხოლო სტუმრებს ელოდებათ სხვადასხვა აქტივობები და სიურპრიზები.
საღამოს პროგრამა გაგრძელდება პორტუგალიელი ჯაზმენის, Daniel Costa-ს ცოცხალი შესრულებით მზის ჩასვლის ფონზე, რის შემდეგაც DJ მოამზადებს სცენას მთავარი პერფორმანსისთვის.
21:00 საათიდან სცენაზე გამოვა სალიო ბენდთან ერთად.
მუსიკა, ბუნება, ღვინო და გართობა — ყველაფერი ერთ სივრცეში, შატო ვარციხეში.
სასტუმრო კურორტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ულამაზესი ოთახებით და კერძო კოტეჯებით ტყეში