2 მარტს, 16:00 საათზე, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევთ ღია ლექციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ გეროიდ კოქსს (Gearoid Cox), საერთაშორისო კომპანია SalesPipeline-ის დამფუძნებელს. SalesPipeline-ი სტარტაპებსა და მზარდ კომპანიებს, გაყიდვების გუნდების ფორმირებასა და მართვაში ეხმარება.
გეროიდი გაგიზიარებთ ცოდნას, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის - გაყიდვების, შესახებ.
ლექციაზე განვიხილავთ:
როგორ მუშაობს გაყიდვები და მარკეტინგი საერთაშორისო კომპანიებში;
რატომ არის გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი გლობალურ ბაზარზე;
როგორ დაიწყო კარიერა ამ სფეროში და იმუშაო უცხოურ კომპანიებთან.
დაესწარი, თუ გინდა:
მიიღო პრაქტიკული გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა;
გაიგო, რა კარიერული გზები არსებობს გაყიდვების მიმართულებით;
ისწავლო, როგორ გამოიყენო გაყიდვები, როგორც მთავარი ინსტრუმენტი სტარტაპებისა და გლობალური პროექტების სამართავად.
ლექციის ფორმატი:
ხანგრძლივობა: 2 სთ;
ენა: ინგლისური;
ვიწვევთ: სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს;
შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/xmRq9
