საგურამო კამერატა 21 სექტემბერი, 18:00 სთ.
საქართველოს სინფონიეტა
სევაკ ავანესიანი (ჩელო) - ბელგია
ფესტივალი, რომელიც 2015 წელს სამეგრელოში,სალხინოს დადიანის სასახლეში დაფუძნდა, 2025 წლიდან არსებობას ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში განაგრძობს.
ფესტივალი ინარჩუნებს სტილსა და ტრადიციას - კამერული მუსიკის საკონცერტო საღამოები კვალავაც ღია ცის ქვეშ, ილიას ულამაზეს ბაღში გაიმართება.
„საგურამოს კამერატა“ კამერული მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია საქართველოს რეგიონულ რუკაზე.