საგურამოს კამერატა 20 სექტემბერი, 18:00 საათი.
ვალტორნის კვარტეტი - FM Quartett - გერმანია
დუეტი Vivacidade - იტალია
ფესტივალი, რომელიც 2015 წელს სამეგრელოში,სალხინოს დადიანის სასახლეში დაფუძნდა, 2025 წლიდან არსებობას ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში განაგრძობს.
ფესტივალი ინარჩუნებს სტილსა და ტრადიციას - კამერული მუსიკის საკონცერტო საღამოები კვალავაც ღია ცის ქვეშ, ილიას ულამაზეს ბაღში გაიმართება.
„საგურამოს კამერატა“ კამერული მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია საქართველოს რეგიონულ რუკაზე.