საგუნდო-სასულიერო მუსიკის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
საგუნდო-სასულიერო მუსიკის კონცერტი

საგუნდო-სასულიერო მუსიკის კონცერტი

დასაწყისი: 19:30 ბილეთების გაყიდვაშია, როგორც ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge ასევე ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში (+995 32) 2962207 *გთხოვთ გაითვალისწინოთ, ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, მსმენელები ქურთუკებით, პალტოებით ან ქურქებით დარბაზში არ დაიშვებიან!
საგუნდო-სასულიერო მუსიკის კონცერტი
123 A D. Aghmashenebeli avenue
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

2024 წლის 25 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სასულიერო - საგუნდო მუსიკის კონცერტს.

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე შეასრულებენ მ.დურუფლეს, ი.ბრამსის, ი.ლიდჰოლმისა და ი.ვიერნის საგუნდო და საორგანო ნაწარმოებებს.

სოლისტები: ნინა კიკილაშვილი (მეცო სოპრანო) ლუკა წიკლაური (ბარიტონი)

ფოტო და ვიდეო

საგუნდო-სასულიერო მუსიკის კონცერტი

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
123 A D. Aghmashenebeli avenue
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება