მენიუ
სულიერი სიმშვიდის, იმედისა და გულითადობის სიმღერები. მოდით მომღერალ მარია ბატოვასა და არფისტ ანი გორდელაძის წინასააღდგომო კონცერტზე, რომელიც 21 აპრილს ჩატარდება Papers-ში.
მარია ბატოვამ დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია მუსიკის ისტორიის და ბაზელის Schola Cantorum სიმღერის განხრით. ანი გორდელაძე არფისტი და მუსიკის თეორეტიკოსია, 2011 წლიდან უკრავს ირალანდიურ არფაზე, როგორც სოლისტი, ისე ანსამბლების შემადგენლობაში.
თავიანთ ერთობლივ კონცერტზე მუსიკოსები წინასააღდგომო პროგრამით წარდგებიან და შეასრულებენ შუასაუკუნეების ეპოქასა და თანამედროვეობაში დაწერილ იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ სასულიერო სიმღერებს.
გარდა ამისა, მარია და ანი მსმენელებს შესრულებული სიმღერების ისტორიასაც უამბობენ.