დააგემოვნეთ, შეიძინეთ ან უბრალოდ გაეცანით უკრაინელი ოსტატების მიერ ქართულ მიწაზე წარმოებულ პროდუქციას.
ეს არის პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი;ტრადიციული უკრაინული რეცეპტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები;ხელნაკეთი სუვენირები; უკრაინელი ოსტატების მიერ შექმნილი სამკაულები და აქსესუარები.
ბაზრობა 27 და 28 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
გეპატიჟებით საგაზაფხულო წინასააღდგომო ბაზრობაზე! 27 და 28 აპრილს უკრაინული საწარმოები უკრაინულ სახლთან მდებარე საზაფხულო ღია სივრცეში გემრიელ და სუვენირულ პროდუქციას წარმოგვიდგენენ.