2024 წლის 9-11 თებერვალს თბილისსა და თელავში გაიმართება მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიება - CIU „საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერებს შორის, აკადემიურ, საჯარო და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.
კონფერენცია თავისი კონცეფციით, მასშტაბურობითა და საერთაშორისო ხასიათით საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტოა და ქმნის ინოვაციების და მეწარმეობის დარგში აქტუალურ საკითხებზე უახლესი კვლევების, მიგნებებისა და საუკეთესო გამოცდილების წარმოდგენისა და გაზიარების პლატფორმას.