Sacred Sexuality Workshop for Women თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Sacred Sexuality Workshop for Women

Sacred Sexuality Workshop for Women

Sacred Sexuality Workshop for Women
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ქართული

აღწერა

20 და 21 სექტემბერს, შაბათსა და კვირას, 12:00-17:00 საათზე, ლუმოსში, ლუნა ვილა დელ ვალი მექსიკიდან გეპატიჟებათ ორდღიან ვორქშოფზე ქალებისათვის, სახელწოდებით, საკრალური სექსუალობა. ლუნა 15 წელია, რაც ტანტრულ სწავლებებს აზიარებს.

რა გელით მაკურნებელ ინტენსივზე, ამაზე თავად ლუნა გვიამბობს:

 ვორქშოფის მიზანია, დავუბრუნდეთ საკუთარ სხეულს, როგორც წმინდა სახლს და სხვადასხვა სომატური პრაქტიკის, ენერგეტიკული წმენდისა და ცნობიერი მოძრაობის საშუალებით შევამსუბუქოთ ბლოკები, რომლებიც აფერხებს სასიცოცხლო ენერგიის ნაკადის თავისუფალ დინებას.

რა გველის ორდღიან ინტენსივზე?

 სხეულში დაგროვილი ბლოკებისაგან გათავისუფლება;
 სირცხვილის გრძნობის გარდაქმნა საკუთარი თავის სიყვარულისკენ;
 თვითგამოხატვის შიშის გადალახვა;
 სექსუალური ენერგიის გამოღვიძება და მისი ამაღლება ზეციურ სიყვარულამდე;

ვორქშოფის მიზანია, ერთად შევქმნათ უსაფრთხო და დაცული სივრცე, რათა დავიბრუნოთ ქალური სექსუალური ენერგიის ძალა, როგორც გზა განკურნების, მთლიანობისა და სიცოცხლის სიხარულისაკენ.

 შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 300 ლარი

 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 120 ლარის გადახდას. დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება არაუგვიანეს ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე.

14 სექტემბრამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.

სესიამდე 3 დღით ადრე გაუქმების შეთხვევაში თანხა არ დაბრუნდება

 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
 595 620 001

ფოტო და ვიდეო

Sacred Sexuality Workshop for Women

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება