25 სექტემბერს Cloud Vake-ში თანამედროვე Underground მუსიკის ახალი ტალღა ერთ სივრცეში იკრიბება.
Sab'uh საქართველოში ბრუნდება და lgn-თან ერთად წარმოგიდგენთ ღამეს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე Underground-ის ყველაზე ენერგიულ და განსხვავებულ ჟღერადობებს.
ღამე დაიწყება და განვითარდება lgn-ის DJ set-ით, რომელიც პირდაპირ გადადის Sab'uh-ს live performance-ში, შემდეგ კი ისევ DJ set-ის ენერგიაში ბრუნდება. ტრადიციული ჟანრობრივი საზღვრები აქ არ არსებობს - მთავარი არის ხმა, ენერგია და ის ატმოსფერო, რომელსაც underground სცენა ქმნის.
ეს არის მცდელობა, თბილისში შეიქმნას ახალი სივრცე თანამედროვე Underground მუსიკისთვის — ადგილი, სადაც Underground / Experimental Rap, Hip-Hop, Trap, Rage, Hardbass, Electronic, Techno, Dark & Industrial Electronic კულტურები ერთმანეთს ხვდება და ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.