მენიუ
გამოფენა "საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე" წარმოადგენს ერთგვარ რეფლექსიას საბჭოთა წყობის კრიტიკულ-ობიექტურ ასახვაზე. ექსპოზიცია საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის გადააზრების ერთგვარი მცდელობაა (1921 წლის 15 თებერვლიდან 1989 წლის 9 აპრილამდე). საბჭოთა პერიოდი უმთავრესად პოსტსაბჭოთა თაობებისთვის და, არა მხოლოდ, ასოცირდება სენსიტიურ, პირად თუ მოწყვლად შრეებთან. გამომდინარე აქედან, მოხდა ამ ისტორიული ფენომენის ერთგვარი უკუგდება, დაემსგავსა „განდევნილ შინაარსს“. ამ გამოფენის მთავარი იდეაა, ვისაუბროთ საბჭოთა მემკვიდრეობაზე.