მენიუ
3 და 10 თებერვალს, 16:00 საათზე, თიბისი კონცეპტი გეპატიჟებათ საბავშვო მასტერკლასებზე, „დახატე ქალაქი გეომეტრიული ფიგურებით“, რომლებიც გაიმართება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენის „მდუმარე ქალაქები“ ფარგლებში.
გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ნახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.