Saba Okujava Quartet თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Saba Okujava Quartet

Saba Okujava Quartet

Saba Okujava Quartet
Napareuli, Kakheti region, Georgia
ბილეთის ფასი
დან100
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

10.07.2026
პარასკევი
21:30
100 ₾ - 600
100 ₾ - 600
ვრცლად

აღწერა

10 ივლისს, სასიამოვნო მუსიკალურ განწყობას ლოპოტას ჯაზკლუბში საბა ოკუჯავას კვარტეტი შეგიქმნით:


პიანო - საბა ოკუჯავა

საქსოფონი - ლაშა საყვარელიძე

ბასი - ირაკლი დოლიძე

დრამი - ირაკლი ჭოლაძე


კარი იღება: 21:00 

კონცერტის დასაწყისი: 21:30 


ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

Saba Okujava Quartet

ადგილი

Lopota Lake Resort & Spa
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დამფუძნებლის ხელით შექმნილი და საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემო დაგხვდებათ, სადაც ოჯახი შენი მასპინძელია და გრძნობ გულწრფელ ზრუნვას - პერსონალური ურთიერთობებით, უშუალობით და ყურადღებით. ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, ეზიარონ ქართულ, ევროპულ და აზიურ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა - ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის, აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი, ბუნებრივად წარმოქმნილ მცენარეებთან ერთად, შეხვდებით ადამიანების მიერ ხელით გაშენებულ ბოსტანს ჯანსაღი პროდუქტებით და ორანჟერეას - ორგანული ბოსტნეულის ჩითილების გამოსაყვანად. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება