საამური ბუნებრივი ღვინის სალონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საამური ბუნებრივი ღვინის სალონი

საამური ბუნებრივი ღვინის სალონი

საამური ბუნებრივი ღვინის სალონი
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.05.2026
კვირა
10:00
30

აღწერა

2026 წლის 3 მაისს, ფაბრიკა თბილისში, საამური ღვინის ბარის ორგანიზებით, მეხუთედ გაიმართება „საამური ბუნებრივი ღვინის სალონი“. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე მცირე მარანი, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ მხოლოდ ორგანული ყურძნითა და ბუნებრივი მეთოდებით. ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას თურქეთიდან და იტალიიდან ჩამოსული მეღვინეები, რომლებიც გააზიარებენ თავიანთ ღვინოსა და გამოცდილებას.


სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ბუნებრივ ღვინოსთან ერთად ქართული დისტილატებიც დააგემვნონ.

 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 10:00-დან 12:00 საათამდე სალონი კარი ღია იქნება მხოლოდ ღვინის პროფესიონალებისთვის, ხოლო 12:00 საათიდან ღონისძიება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

 

ფოტო და ვიდეო

საამური ბუნებრივი ღვინის სალონი

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება