საამური ბუნებრივი ღვინის სალონი
გამოფენა

საამური ბუნებრივი ღვინის სალონი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 10-დან 12 საათამდე სალონი მხოლოდ ღვინის პროფესიონალებსა და ექსპორტიორებს მიიღებს, ხოლო 12-დან 19 საათამდე ყველა მსურველს შეეძლება სალონზე დასწრება ღონისძიების ბმული - tinyurl.com/saamuri
საამური ბუნებრივი ღვინის სალონი
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ბუნებრივი ღვინის ბარი საამურის ორგანიზებით წელს 11 მაისს, ფაბრიკა თბილისში, " საამური ბუნებრივი ღვინის სალონი" გაიმართება, სადაც იმ მცირე მარნების ღვინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან ბუნებრივი მეთოდით აყენებენ ღვინოს. ღვინოსთან ერთად შესაძლებლობა გექნებათ სხვა ქართული ალკოჰოლური სასმელებიც დააგემოვნოთ.

ფოტო და ვიდეო

საამური ბუნებრივი ღვინის სალონი

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.