საახალწლო ქარავანი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

საახალწლო ქარავანი

23 დღის განმავლობაში, ყველაზე გემრიელი სთრით ფუდი🧇🧁🍪🍔🥞ყველაზე მრავალფეროვანი სამეწარმეო მარკეტი, სადაც საახალწლო საჩუქრებს ყველა ასაკის თუ გემოვნების სტუმარი იპოვის😍თქვენი საყვარელი შემსრულებლების კონცერტები🎶🎤და ყველაზე კარგი გასართობი ღონისძიებები ჩვენი პატარა მეგობრებისთვის🪁🎨🤹🏻‍♀️🎪🎠✨გელოდებით ყოველ დღე 12:00 საათიდან 
საახალწლო ქარავანი
Orbeliani St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

✨საახალწლო მხიარულებას წელს იმაზე ადრე ვიწყებთ, ვიდრე თქვენ ელოდით✨
16 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით! ყოველდღე ქარავანი ორბელიანზე და თბილისის მერია ჯადოსნურ საახალწლო თავგადასავალს გიმზადებთ🪄

ადგილი

ორბელიანის მოედანი
ორბელიანის მოედანი
Orbeliani St., Tbilisi
ორბელიანის მოედანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისში. მდებარეობს ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებს შორის. მოედანზე არის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ბაღი, რომლის ცენტრში არის შადრევანი. ორბელიანის მოედანი განსაკუთრებით ცნობილია ყვავილების ბაზრით. ათასობით ყვავილით მოხატულ თაღოვან პავილიონებს ფლორის ათასობით მოყვარული სტუმრობს. ამ ადგილებს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა. აქვე ნახავთ თბილისის ისტორიული გალავნის ნაშთებს. მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და იქცა კეთილმოწყობილ და მიმზიდველ ადგილად როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. აქ მდებარე შენობებში კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლია. მოედნის ირგვლივ უამრავი კაფე და რესტორანი დაგხვდებათ, სადაც მყუდრო გარემოში სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ. განახლებული ორბელიანის მოედანი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო ადგილია და უამრავ ადამიანს იზიდავს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება