სააღდგომო სამზადისი
გასტრონომია

სააღდგომო სამზადისი

დასაწყისი: 15:00 სთხანგრძლივობა: 1.5-2 სთბავშვების ასაკი: 5-12 წელიბავშვების რაოდენობა: 5-30 SOLO ფასი: 50 ლარი
სააღდგომო სამზადისი
V.Vekua Street 3a, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

SOLO Kids-ი თქვენს შვილებს შეფ ლევან კობიაშვილის გასტროსკოლაში მასტერკლასზე იწვევს, სადაც ისინი სააღდგომო სამზადისში ჩაერთვებიან  მოამზადებენ პასკებს, ჩადებენ ფორმებში, გამოცხობის შემდეგ კი დაასხამენ შოკოლადს და გააფორმებენ

ბავშვები ამავდროულად ისწავლიან, როგორ დარგონ ჯეჯილი, როგორ მოხატონ სხვადასხვა დიზაინით სააღდგომო კვერცხები და ბოლოს შეფისგან მიიღებენ შეფასებებს

გაითვალისწინეთ, მასტერკლასს ბავშვები დაესწრებიან დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე 

ფოტო და ვიდეო

სააღდგომო სამზადისი

ადგილი

ბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე
V.Vekua Street 3a, Tbilisi
ბაზარი ორბელიანი უნიკალური და უპრეცედენტო ადგილია საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს თბილისის ისტორიულ ნაწილში 1886 წლიდან არსებული ისტორიული ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას. ბაზარი ორბელიანი პირველი კვების დარბაზია რეგიონში. ის აერთიანებს 50-მდე კვების კუთხეს, ბარს, კაფეს და à la carte რესტორანს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო ქართულ და საერთაშორისო სამზარეულოს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.