სააღდგომო დეკორაციების მასტერკლასი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სააღდგომო დეკორაციების მასტერკლასი

სააღდგომო დეკორაციების მასტერკლასი

დასაწყისი: 16:00 სთხანგრძლივობა: 1.5 სთბავშვების ასაკი: 5-10 წელიბავშვების რაოდენობა: 5-40SOLO ფასი: 40 ლარი
სააღდგომო დეკორაციების მასტერკლასი
Saarbrucken Sq, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

28 აპრილს თქვენს შვილებს SOLO Kids-ის ფარგლებში პური გულიანისა და თამაშობანას ერთობლივ აქტივობაზე ვიწვევთ. ბავშვები დაამზადებენ სააღდგომო დეკორაციებს, მოხატავენ და გააფორმებენ კვერცხებს „დეკუპაჟის“ ტექნიკით, რაც ნივთზე დეკორატიული ხელსახოცის ან სპეციალური წებოს საშუალებით სურათის გადაყვანას ნიშნავს

შემდეგ ბავშვები დეკუპაჟით გაფორმებულ კვერცხებს დაკიდებენ ტოტების დეკორაციებზე, წინასწარდაბეჭდილი ბაჭიების ნიღბებს გამოჭრიან, ააწყობენ და ბოლოს პური გულიანის ეზოში დამალულ კვერცხებს შეაგროვებენ

გაითვალისწინეთ, მასტერკლასს ბავშვები დაესწრებიან დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე

ბილეთების შესაძენად გადადით Biletebi.ge-ზე

ფოტო და ვიდეო

სააღდგომო დეკორაციების მასტერკლასი

ადგილი

პური გულიანი
პური გულიანი
Saarbrucken Sq, Tbilisi
პური გულიანი უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუქტებით, ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულის და მადისაღმძვრელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები. საინტერესო გასტრონომიული სივრცე და გულთბილი შეხვედრების ადგილი, პური გულიანი, ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვისაა გათვლილი საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის. ღია სამზარეულოსა და თანამედროვე ინტერიერის დეტალების წყალობით, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება თავად გახდეს კულინარიული პროცესის მონაწილე. თბილი პურ-ფუნთუშეულის თავბრუდამხვევი სურნელი, ვისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ვისთვის კი ახალი გასტრონომიული გამოცდილება იქნება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება