S ფორმულა: 2026 – წარმატების ფორმულა
S ფორმულა: 2026 განსაკუთრებული შესაძლებლობაა, შევაჯამოთ მიღწევები, გავიხსენოთ გამოწვევები და მადლობა გადავუხადოთ საკუთარ თავს განვლილი გზისთვის. ეს ვორქშოპი არის არა მხოლოდ რეფლექსიის, არამედ ინსპირაციული ხედვის შექმნის სივრცე.
ეისითი ინსტიტუტი გიწვევთ სრულდღიან ინტენსიურ ვორქშოფზე „S ფორმულა: 2026“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთად დავფიქრდებით 2025 წლის გამოცდილებაზე, რათა შევქმნათ მკაფიო სტრატეგია 2026 წლისთვის. ვიპოვით გზებს, როგორ გარდავქმნათ გამოცდილება ქმედით ნაბიჯებად და როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზნებს ოპტიმისტური და მიზანმიმართული მიდგომით.
ვორქშოფის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
2025 წლის მიღწევებისა და გამოწვევების ღრმა ანალიზს
მადლიერების პრაქტიკების დანერგვას და მათი ძალის აღმოჩენას
პირადი და პროფესიული მიზნების ჩამოყალიბებას 2026 წლისთვის
შთაგონების ახალი წყაროების აღმოჩენასა და გამოყენებას
პერსონალური სამოქმედო გეგმის შექმნას, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს