გამოფენა - რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გამოფენა - რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია

გამოფენა - რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია

გამოფენა - რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია
7 K. Marjanishvili, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
13.09.2025
შაბათი
10:00
14.09.2025
კვირა
10:00
15.09.2025
ორშაბათი
10:00
16.09.2025
სამშაბათი
10:00
17.09.2025
ოთხშაბათი
10:00
18.09.2025
ხუთშაბათი
10:00
19.09.2025
პარასკევი
10:00
20.09.2025
შაბათი
10:00
21.09.2025
კვირა
10:00
22.09.2025
ორშაბათი
10:00
23.09.2025
სამშაბათი
10:00
24.09.2025
ოთხშაბათი
10:00
25.09.2025
ხუთშაბათი
10:00
26.09.2025
პარასკევი
10:00
27.09.2025
შაბათი
10:00
28.09.2025
კვირა
10:00
29.09.2025
ორშაბათი
10:00
30.09.2025
სამშაბათი
10:00
01.10.2025
ოთხშაბათი
10:00
02.10.2025
ხუთშაბათი
10:00
03.10.2025
პარასკევი
10:00
04.10.2025
შაბათი
10:00
05.10.2025
კვირა
10:00
06.10.2025
ორშაბათი
10:00
07.10.2025
სამშაბათი
10:00
08.10.2025
ოთხშაბათი
10:00
09.10.2025
ხუთშაბათი
10:00
10.10.2025
პარასკევი
10:00
11.10.2025
შაბათი
10:00
12.10.2025
კვირა
10:00
13.10.2025
ორშაბათი
10:00
14.10.2025
სამშაბათი
10:00
15.10.2025
ოთხშაბათი
10:00

აღწერა

რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია

1 სექტემბერი - 15 ოქტომბერი, 2025
გამოფენის გახსნა | 1.09 - 18:00-20:00

გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი

თიბისი კონცეპტის გალერეა 1 სექტემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: პირველ სართულზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები.

რუსუდან ხიზანიშვილი ფერადოვანი დეტალებით დატვირთული ტილოებით არის ცნობილი, ხოლო მისი შავ-თეთრი, ფანქრით შესრულებული ნამუშევრები პირველად იფინება ცალკე ექსპოზიციის სახით. მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილოა გამოფენილი.
რა არის ხიზანიშვილის გრაფიკული ნამუშევრების თემა? ეს ნახატები, ერთი შეხედვით, ზღაპრის ილუსტრაციებს ჰგავს, მაგრამ აქ ზღაპრის, მითის ან პერსონაჟის ამოცნობა ჭირს. ის ხატავს ქალებს, რომლებიც უცნობი მითების გმირებს ჰგვანან. ნახატებზე გამოსახული კომპოზიციის სიუჟეტის გარკვევა ცალკე გამოწვევაა. ხიზანიშვილის ნამუშევრები კუბელი გრაფიკოსის, ბელკის აიონის კოლოგრაფიულ შავ-თეთრ პრინტებს მოგვაგონებს. აიონი საიდუმლო საზოგადოების, აბაკუას რელიგიის მოგონილ თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ამბებს ასახავდა. რუსუდან ხიზანიშვილი თავის ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში მუშაობს, ხოლო ნამუშევრებს ქაღალდზე ავტორი სახლში ხატავს. მისივე თქმით, სახლში შესრულებული თითოეული ნახატი დღიურივითაა. ის შავი ფანქრით (გრაფიტით) გამოსახავს თავისი გმირების უტრირებულ ფიგურებს, დევქალებს, რომლებსაც კანიც კი განსხვავებული ფაქტურის აქვთ. ხელოვანი სხვადასხვა მიმართულების შტრიხებით ფარავს მათ სხეულებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ კანის ნაცვლად ფარფლები აქვთ. პერსონაჟები ხან სადილობენ, ხან თავისქალებიან არსებებს ეხუტებიან, ხან გოგირდის აბანოში მექისე მათ ფეხებით ზედ დგება. ამ ნახატებში უამრავი რამ ხდება, ხელოვანი საკუთარი წარმოსახვით ქმნის პერსონალურ იკონოგრაფიას და საკუთარი პერსონაჟების მეშვეობით გვიყვება ისტორიებს.

რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
გასული წლების განმავლობაში ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ის რამდენიმე საერთაშორისო გალერეასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბერლინის კორნფელდ გალერეასთან, LJ Galerie-სთან პარიზში, Mimmo Scognamiglio-სთან მილანში და Window Project-თან თბილისში.

2025 წელს ჰქონდა სოლო გამოფენა Seojung Art Gallery-ში (ბუსანი/სეული, სამხრეთ კორეა); ჯგუფური გამოფენა კორნფელდ გალერეაში (ბერლინი); წელს, ასევე, დაგეგმილია გამოფენა CAM Galería-ში (მეხიკო, მექსიკა).

მისი ნამუშევრები დაცულია, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,, ყვარლის ფონდში, ბრეუსის ფონდში.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე უფლებები ეკუთვნის გალერეა Window project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს.

ხელოვანთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: info@windowproject.com

მისამართი: მარჯანიშვილის 7. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე

სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00- 20:00 საათამდე

გამოსახულება: რუსუდან ხიზანიშვილი, უეცარი ძილი, ფანქარი, ქაღალდი, 42x59 სმ, 2024

© უფლებები ეკუთვნის გალერეა Window project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს.

 

ფოტო და ვიდეო

გამოფენა - რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია

ადგილი

თიბისი კონცეპტი
თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი ინტერესებია. კონცეპტის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ, ახლა მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად
ამ ადგილის ყველა ღონისძიება