რწყილი და ჭიანჭველა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა

ამქვეყნად მეგობარი ყველას სჭირდება, ადამიანსაც, ცხოველს თუ ფრინველს და თვით პაწაწინა არსებებსაც კი. ზღაპარი მოგვითხრობს თუ როგორ წირავს მეგობრისთვის თავს ერთი პატარა რწყილი. წყალში ჩავარდნილი და დასახრჩობად განწირული ჭიანჭველის გადასარჩენად რწყილი რას აღარ შვრება, დახმარებისათვის ვის აღარ მიმართავს: ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას. ყველა მათგანი რწყილს დახმარების სანაცვლოდ რაღაცას სთხოვს. ძალაგამოცლილი ციცქნა არსება ფარ-ხმალს არ ყრის და საბოლოოდ მისი გარჯა უშედეგო არ გამოდგება - ერთგული მეგობარი ჭიანჭველას იხსნის, თანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რადგან ნამდვილი მეგობრობა შეუფასებელი განძია. მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს. სპექტაკლი ამ შესანიშნავ ზღაპარს ქართული ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა და ცეკვებით გადმოგვცემს, რაც ბავშვებისა და ზრდასრულთათვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.🎥რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანი👨🏻‍🎨მხატვარი: ვახტანგ ქორიძე💼რეჟისორის თანაშემწე: ხათუნა საძაგლიშვილი🎼მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი🕺🏻ქორეოგრაფი: გია მარღანია📓ინსცენირების ავტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი➡️მონაწილეობენ: ნიკა ნანიტაშვილი, გია მარღანია, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი. ბილეთი ესაჭიროება 5 წლიდან მაყურებელს დასაწყისი: 15:00, 16:00
რწყილი და ჭიანჭველა
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

რწყილი და ჭიანჭველა - ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. ეს არაჩვეულებრივი ამბავი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა იგი ზეპირად იცის.

ფოტო და ვიდეო

რწყილი და ჭიანჭველა

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება