რუსთავის ავტოდრომზე გეპატიჟებით უხეშ დრაგ რეისინგზე!
კლასიფიკაცია:
RWD Street Legal - უკანა ამძრავი
RWD PRO - უკანა ამძრავი "ხაფანგები"
AWD Street Legal - კვადრო
AWD PRO - კვადრო "ხაფანგები"
SUV - "ჯიპების" კლასი.
უხეში ტესტ დრაივის ავტოპარკიდან იხილავთ დრაგში მონაწილე ორ ავტომობილს - BMW M4 1000HP და AMG GTs 1000HP.
სტარტთან მოეწყობა VIP ტრიბუნა სადაც დამონტაჟდება მონიტორი, რომ VIP ტრიბუნის მაყურებელმა ადევნოს თვალი სრულ გარბენებს.
ტრიბუნების წინ ასევე მოეწყობა ექსკლუზიური ავტომობილების VIP პარკინგი სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სპორტული და ძვირადღირებული ავტომობილები.
შევხვდებით 29 ივნისს რუსთავის ავტოდრომზე.