ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, როზმარი და გაი ვუდჰაუზები, ნიუ-იორკის ცნობილ საცხოვრებელ კორპუსში — ბრემფორდში — გადადიან საცხოვრებლად. მალევე ისინი ექსცენტრიკულ მეზობლებს, მინისა და რომან კასტევეტებს, გაიცნობენ, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ მათთან დაახლოებას. ალბათ ჯობდა უფრო უბრალო, იაფი ბინა აერჩიათ და არა ეს გოთიკური შენობა. მაშინ როზმარის აღარ მოუწევდა კედლის მიღმა უცნაური ხმების მოსმენა და იმაზე ფიქრი, რომ მუცლით ნატარები ბავშვი შესაძლოა მისი ქმრისგან კი არა, სრულიად სხვა, შემზარავი ძალისგან იყოს.
დღეს „როზმარის ბავშვი“ საკულტო კლასიკად ითვლება და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოლოგიურ ჰორორად არის აღიარებული. ფილმი ოსტატურად ქმნის მზარდი შფოთვის ატმოსფეროს, სადაც ყველაზე დიდი საშინელება მონსტრები კი არა, უნდობლობა, იზოლაცია და საკუთარი რეალობისადმი ეჭვია.
🏆 ამერიკის კინოს ინსტიტუტის (AFI) ვერსიით, „როზმარის ბავშვი“ ყველა დროის 100 ყველაზე დაძაბულ ამერიკულ ფილმს შორის მე-9 ადგილს იკავებს.