«რომ დავიბადე, გადავწყვიტე რომ მეცხოვრა»
გამოფენა

«რომ დავიბადე, გადავწყვიტე რომ მეცხოვრა»

სოფო ჩერქეზიშვილის (1971) შემოქმედება განზოგადებულად ქალის (feminine) ერთგვარი პერსონალური დღიურებია. ძირითადად ხასხასა, გამომსახველი ფერებით ავტორის წარმოსახვები, უმეტესწილად, მასშტაბურ ტილოებზეა წარმოდგენილი. მის შემოქმედებაში ერთი და იგივე იდენტობის გამომხატველი სახე განმეორებითია. ქალის სახე მეორდება ყველა მის ნამუშევარში, თუმცა გამომეტყველება, ემოციები და კონტექსტი განსხვავებულია. ამისთვის ავტორი დროდადრო ქართულ შრიფტსაც მიმართავს და ზოგჯერ სურათს პირდაპირ ნახატშივე ასათაურებს.   “რატომ ქალები? - მე დღეს ჩემს გრძნობებზე ვლაპარაკობ მათი საშუალებით.რას ვქმნი? - ადამიანებს, რომლებიც არსებობენ ჩემს გარშემო, მათ ვაკვირდები, ვისმენ, ველაპარაკები. მაინტერესებს ადგილები არსებული და არარსებული.” - ს. ჩ. ATINATI აგრძელებს ATINATI’S კოლექციაში დაცული ნამუშევრების გამოფენათა ციკლს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი ATINATI’S კოლექციაშია დაცული.   გამოფენილი ნახატები სხვადასხვა პერიოდში შესრულებული სერიებიდანაა: “კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე”, „რატომ ამოდის ჩემ თავზე ბალახი“, „ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი ცხოვრება“, „თუ დაგჭირდება გემებიც ჩერდებიან“, “გული კი მარცხვნივ არის”, “იცოდე არ გელოდები” და სხვ.   სოფო ჩერქეზიშვილი (1971) ქართველი არტისტია. დაამთავრა სამხატვრო აკადემია და შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰოლანდიაში, ამსტერდამში (Gerrit Rietveld Academy). ამჟამად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ის მუდმივად მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში.
«რომ დავიბადე, გადავწყვიტე რომ მეცხოვრა»
17 Ingorokva St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ATINATI’S კულტურის ცენტრში სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
თარიღი: 9 თებერვალი - პარასკევი
დრო: 18:00 საათი

ფოტო და ვიდეო

«რომ დავიბადე, გადავწყვიტე რომ მეცხოვრა»

ადგილი

ATINATI
ATINATI
17 Ingorokva St., Tbilisi
სინათლე, რომელიც ორიენტირებულია ქართულ კულტურაზე ✨
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.