მოემზადეთ დაუვიწყარი ტექნოლოგიური და საინჟინრო დღისთვის!
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) გიწვევთ წლის ყველაზე ტექნოლოგიურ მოვლენაზე Robo Battle 2025, რომელიც Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, 26 ივლისს Radio City | District 4-ში ჩატარდება.
Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლის მიზანია ახალგაზრდების STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში წახალისება.
ღონისძიება ფოკუსიებულია ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე და 1 დღიანი ფესტივალის ფორმატით სხვადასხვა აქტივობას, რობოტების ბრძოლას, SUMO რობოტების შეჯიბრს, საინჟინრო შოუსა და ინტერაქტიულ სივრცეებს აერთიანებს.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ:
რობოტების ბრძოლა – დისტანციურად მართვადი რობოტების შეჯიბრი სამ წონით კატეგორიაში
SUMO რობოტების ტურნირი – ავტონომიური რობოტების შეჯიბრი
დრონების საგამოფენო სივრცე
დრონების საფრენი სივრცე
RC CAR სივრცე - საგამოფენო სივრცე
დემო ზონა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს მონაწილეთა რობოტები
კვების და გართობის სივრცე – მუსიკა, თამაშები და სოციალიზაცია
სპონსორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სტენდები
ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებული იყო გუნდური რეგისტრაცია რობოტების ბრძოლისთვისა და SUMO რობოტების შეჯიბრებითვის. რეგისტრაცია დასრულებულია და ამ ეტაპისთვის გვყავს:
92 საბრძოლო რობოტების გუნდი (315 მონაწილე)
49 სუმო რობოტების გუნდი (132 მონაწილე)
ღონისძიების მთავარი შეჯიბრებებისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი!
25,000 ლარი – რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების კატეგორიებში! აღნიშნული საპრიზო ფონდი განაწილდება სხვადასხვა წონით კატეგორიებსა და ნომინაციებში გამარჯვებულ გუნდებზე.
დასწრება და დეტალები
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ღონისძიებას უფასოდ დაესწროს, თავადაც ჩაერთოს ინტერაქციულ აქტივობებში, საბოლოოდ კი იხილოს ღონისძიების მთავარი სანახაობა- რობოტების ბრძოლა და SUMO რობოტების შეჯიბრი. დასწრების მსურველთათვის შექმნილია მარტივი სარგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/qhRjxmK3eEWCNAYt7
გაიცანით ღონისძიების პარტნიორები: District 4 • Copter Tech DJI • IT Academy Step Georgia • Edison Tech solutions • Innotec • Smart Academy • Into Store • Smart Digital • Tbilisi Digital School
Community მხარდამჭერები: CG Georgia / Terminal
მედიაპარტნიორები: Marketer / NEXT.On.ge / Forbes Georgia/ Entrepreneur Georgia
ღონისძიება გაიმართება თბილისში,რადიო ქალაქში-Radio City | District 4: https://maps.app.goo.gl/HxjqDNmUvS9UXdPF9
დასწრება თავისუფალია
დასწრებისთვის შეავსეთ მარტივი სარგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/qhRjxmK3eEWCNAYt7
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე: info@gra.ge