ზაფხულიც გაილია და ამა თვის 19-ში გეპატიჟებით რობი კუხიანიძის კონცერტზე. ისე რაფრა შევეგებებით ბარაქიან შემოდგომას, ქართული პანკის ცოცხალი ლეგენდა არ მოგვეწვია, ერთობა ჩვეული სიყვარულით არ გაგვეცოცხლებია! ძველი და ახალი მეგობრები ერთმანეთს გადავეყაროთ, პატარა სცენისა და ბუმბერაზი შემოქმედების მხარდაჭერით ერთად ვაშენოთ მუსიკისა და ურთიერთბის კულტურა. ერთმანეთს ვაძლიერებთ, სცენაზეც და მსვლელობაზეც. ისეთი ენერგიით გავავსოთ ერთმანეთი, კიდე უკეთესი ბიძგი მივცეთ პროცესებს.