ROBERTO FONSECA თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ROBERTO FONSECA

ROBERTO FONSECA

ROBERTO FONSECA
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თბილისს, მრავალი საერთაშორისო ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელი, კუბური რუმბისა და ჯაზის ენაზე მეტყველი პიანისტი და კომპოზიტორი, ჯგუფის Buena Vista Social Club-ის ყოფილი წევრი, რობერტო ფონსეკა ეწვევა.

ფონსეკა, რომლის მუსიკა ევროპული, აფრიკული და კარიბიული კულტურული ტრადიციების უნიკალური ნაზავია, პუბლიკის წინაშე, კუბელ ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად, ახალი ალბომით La Gran Diversion წარდგება.

რობერტო ფონსეკას კონცერტი, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმის“ ფარგლებში, კომპანია „თაგის არტის“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს.

რობერტო ფონსეკას ახალი ალბომი La Gran Diversion - არის მოგზაურობა კუბის მძვინვარე ოციან წლებში - ზეიმი და ცეკვა, რომელიც ოსტატურად აერთიანებს ტრადიციებს, დიდოსტატებთან მიღებულ განათლებას, გამორჩეულ ნიჭს და ველურ თანამედროვე ჟღერადობას.

„ერთად ვიცინებთ, ვიტირებთ და მივეცემით რიტმებისა და მელოდიების იდუმალებასა და მაგიას, რომელიც ჩემი ფესვებიდან მოდის“, ამბობს ფონსეკა.

იუთუბ ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=vtNpZQMYBcU

ფოტო და ვიდეო

ROBERTO FONSECA

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება