დასახელება - რობერტიკო გარსია და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
2025 წლის 15 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი კუბელი მუსიკოსის, ვირტუოზი მესაყვირის რობერტიკო გარსიასა და მისი ანსამბლის „ლათინური გზა“ კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ამ პროგრამას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს კუბური მუსიკალური ტრადიციების ნაზავი საერთაშორისო ჯაზ რეპერტუარის ნიმუშებთან, რაც მისი წარმატებისა და მსოფლიო აღიარების საწინდრად იქცა.