როალდ დალი'ს მატილდა - მიუზიკლი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
როალდ დალი'ს მატილდა - მიუზიკლი

როალდ დალი'ს მატილდა - მიუზიკლი

ორ მოქმედებადასაკობრივი ზღვარია (9+) ქართული ინსცენირების ავტორი,დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური ხელმძღვანელი: ლევან გვაზავამხატვარი: ნინო კიტიაქორეოგრაფი: დავით მეტრეველი
როალდ დალი'ს მატილდა - მიუზიკლი
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

საბავშვო მუსიკალური თეატრი წარმოგიდგენთ -როალდ დალის ცნობილი ზღაპრის მიხედვით- მიუზიკლ „მატილდას“ ქართულ ვერსიას, რომელიც გულგრილს არ დატოვებს როგორც პატარა ასევე დიდ მაყურებელსაც ეს გახლავთ ისტორია პატარა გამორჩეულ და ჭკვიან გოგონაზე, სპექტაკლში მწვავედ დგას ბავშვებისა და მშობლების კონფლიკტის თემა.
 
გამოკვეთილად ჩანს თუ როგორ უმკლავდება საოცარი გოგონა სახელად მატილდა უგუნური სკოლის დირექტორ აგატა ტრანჩბულის დიქტატურას, როგორ აღადგენს ის სამართლიანობას მიუხედავად პატარა ასაკისა და როგორ უნდა დავიცვათ ბევშვები მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
 
სპექტაკლი გაჯერებულია, ენერგიული საცეკვაო ნომრებით, ყველასათვის დასამახსოვრებელი სიმღერებით და როგორც დრამატული, ასევე კომიკური სცენებით.
 
 

ფოტო და ვიდეო

როალდ დალი'ს მატილდა - მიუზიკლი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება