რკონი — შემოდგომის ლაშქრობა
ვაგრძელებთ შემოდგომის ლაშქრობების სერიას!
თუ გსურთ დატკბეთ ოქროსფერი შემოდგომის სილამაზით და აღმოაჩინოთ ახალი, ნაკლებად ცნობილი მარშრუტი, ეს ლაშქრობა სწორედ თქვენთვისაა!
გელოდებათ მარტივი და სასიამოვნო ლაშქრობა ულამაზეს ბუნებაში, რომლის განმავლობაშიც ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებთ.
პროგრამაში შედის:
იკვიის ეკლესია
რკონის მონასტერი
მონასტრისკენ მიმავალ გზაზე იხილავთ თამარ მეფის სახელობის უძველეს ხიდს, მთების ულამაზეს ხედებს, მდინარესა და ისტორიულ ციხესიმაგრეს.
საფეხმავლო მანძილი: 9 კმ სირთულე: მარტივი
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება
თანმხლები გიდი
პროგრამით გათვალისწინებული ყველა ლოკაციის მონახულება