Rkena Hosting PFL თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Rkena Hosting PFL

Rkena Hosting PFL

Rkena Hosting PFL
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან50 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

17.10.2026
შაბათი
16:00
50 ₾

აღწერა

17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამორჩეული MMA ღონისძიება გაიმართება. 

 

რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ორგანიზაცია RKENA მსოფლიოს წამყვან MMA ორგანიზაციას, PFL-ს უმასპინძლებს.

 

მსგავსი ფორმატის კოლაბორაცია პირველად შედგება: RKENA-ს 6 მებრძოლი PFL-ის 6 ათლეტს დაუპირისპირდება.

 

2025 წელს დაარსებულმა RKENA-მ უკვე სამი ღონისძიება წარმატებით ჩაატარა. ორგანიზაცია დღეს 30 ქართველ და უცხოელ მებრძოლს აერთიანებს, მათ შორის არიან ნიკოლოზ აბრამიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ბეკზატ ალმახანი.

 

PFL (Professional Fighters League) წამყვანი ამერიკული MMA ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ისეთ მებრძოლებს უყრის თავს, როგორიცაა ეიჯეი მაქკი, კორი ანდერსონი, კრის საიბორგი.

 

კარის გახსნა: 15:00
ღონისძიების დაწყება: 16:00

 

6 წლიდან ყველა ადამიანს სჭირდება ბილეთი. 6 წლამდე ასაკის პირები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. 

18 წლამდე პირები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვნის თანხლებით.

 

ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, ხოლო თანმხლებმა პირმა უნდა შეიძინოს ბილეთი. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნე ეტლით სარგებლობის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: support@biletebi.ge

 

აკრძალული ნივთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://biletebi.ge/static-pages/rkena

ფოტო და ვიდეო

Rkena Hosting PFL

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება