მეცნიერები, ფილოსოფოსები და დილეტანტები კვლავაც ეძებენ პასუხებს კითხვებზე: როგორ აზროვნებდნენ ჩვენი წინაპრები პირველ საგვარეულო საზოგადოებებში და როგორ იმოქმედა ამ გამოცდილებამ თანამედროვე ადამიანის აზროვნების განვითარებაზე.
შეხვედრაზე ჩვენ:
● შევქმნით თეორიებს და ჰიპოთეზებს იმის შესახებ, რატომ არსებობდა (არსებობს) და რატომ არის საჭირო ინიციაციის რიტუალები.
● ვიფიქრებთ, როგორ შეიძლებოდა ამ პრაქტიკების მუშაობა — და მუშაობენ თუ არა ისინი დღესაც.
● შევადარებთ რიტუალებს საშუალო ასაკის კრიზისს (და, შესაძლოა, საერთო ნიშნებსაც ვიპოვით).
ვილაპარაკებთ არა კონკრეტულ რეგიონზე ან რიტუალზე, არამედ წერილამდელი ცივილიზაციების „სფეროებრივ“ აზროვნებაზე.
სემინარს გაუძღვება გრიშა ბოგდანოვი, მოხეტიალე ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი (აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტი).
