RIO ↔ URBANIZED – ქალაქები, სივრცეები, მატრიცები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
RIO ↔ URBANIZED – ქალაქები, სივრცეები, მატრიცები

RIO ↔ URBANIZED – ქალაქები, სივრცეები, მატრიცები

RIO ↔ URBANIZED – ქალაქები, სივრცეები, მატრიცები
12, ზ. ავალიშვილის ქ.
ინგლისური, ქართული

აღწერა

კინო და არქიტექტურა “ხელოვნების ფონდ ანაგში”

RIO ↔ URBANIZED – ქალაქები, სივრცეები, მატრიცები

🏙️ კინოჩვენება ეხმაურება ისეთი მრავალშრიანი ქალაქების ფორმირების პროცესებს, როგორიცაა: რიო დე ჟანეირო, ბრაზილია, ნიუ-იორკი, მუმბაი, პეკინი.

პროგრამის შესავალ ნაწილში ნაჩვენები იქნება ეპიზოდები ფილმიდან “ᲠᲘᲝ” / “RIO”. 

საღამოს ძირითადი ფილმია: “ᲣᲠᲑᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ” / “URBANIZED”. 

⏰ 7 მარტი, 20:00
📍 ”ხელოვნების ფონდი ანაგის” კინოდარბაზი. ზურაბ ავალიშვილის ქ. 12
🎟️ დასწრება უფასოა

კინოჩვენების შემდეგ, გაიმართება დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან
დისკუსიების სამუშაო ენა: ქართული

🔗 დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/9XBXbjDJwF5c99wY6

___

🎬 ᲠᲘᲝ / RIO (2012) 
რეჟისორი: სარა მორისი 
ეპიზოდები: 8+11 წუთი 
დიალოგის გარეშე 

ამერიკელი ხელოვანი სარა მორისი (დ. 1967) გვიანი კაპიტალიზმის კულტურასა და მის არქიტექტურაზე, ურბანულ დაგეგმარებასა და სოციალურ ბიუროკრატიაზე გავლენას იკვლევს. მორისის რიგით მეთერთმეტე ფილმი ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ქალაქის - რიო დე ჟანეიროს რეალობას ასახავს.

ქალაქი ფილმში წარმოჩინდება, როგორც ერთგვარი მატრიცა, სადაც არქიტექტურა, წარმოება, ისტორია და ყოველდღიურობა ერთმანეთში ირევა და ბრაზილიის კულტურულ და სოციალურ იდენტობას ქმნის.

ფილმი მორისის ნამუშევრების სერიის – “RIO”-ს ნაწილია, რომელიც ქალაქზეა ფოკუსირებული და შთაგონებას ურბანული ტიპოლოგიებიდან, ბრაზილიის მოდერნისტული არქიტექტურიდან და რიოს უნიკალური, მთაგორიანი ლანდშაფტიდან იღებს.

 

 

🎬 ᲣᲠᲑᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ / URBANIZED (2011)
რეჟისორი: ჰარი ჰასტვიტი 
მონაწილეობენ: ალესანდრო არავენა, ოსკარ ნიმეიერი, ნორმან ფოსტერი, იან გელი და სხვ. 
აშშ 
85 წუთი 
ორიგინალური ვერსია (ინგლისური) 

ამერიკელი რეჟისორი ჰარი ჰასტვიტი (დ. 1965) სხვადასხვა ქალაქს, მათ გეგმარებასა და ახალ მშენებლობებს აკვირდება; ასევე იკვლევს ადგილობრივ მცხოვრებთა მოტივაციას ამ პროცესებში. ეს ვიზუალურად შთამბეჭდავი დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ყველაზე ბანალური პეიზაჟიც კი, საინტერესო აზრობრივ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს.

ფილმში არქიტექტორები, მშენებლები, პოლიტიკოსები და ექსპერტები არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და გვიყვებიან იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც რთული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად იღებენ.

ტერმინი „ურბანიზება“ იმ ურთიერთდამოკიდებულ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც ქალაქების ფორმირებას განსაზღვრავს. ესენია: სახელმწიფო ინიციატივები და საზოგადოების მხარდაჭერა, ქალაქგეგმარება, არქიტექტურა და დიზაინი. ეს ელემენტები ზოგჯერ ერთობლივად ან პარალელურად მოქმედებენ, ზოგჯერ კი ერთმანეთთან კონფლიქტში მოდიან, როგორც ამას ფილმში წარმოდგენილ ექსპერტთა მოსაზრებები ადასტურებს. 

რეჟისორი, რომელმაც სანტიაგოდან ფენიქსამდე, ბრაზილიიდან მუმბაიმდე და პეკინამდე იმოგზაურა, თითოეულ ქალაქს ორიგინალური ხედვით წარმოაჩენს. განსხვავებების მიუხედავად, ისინი ერთ მთლიან ურბანულ კონტექსტში იკითხება. თუმცა, ზოგჯერ ფილმი მთავარი თემიდან უხვევს. მაგალითად, რეჟისორი გვიჩვენებს შტუტგარდის (გერმანია) ახალი, გრანდიოზული სარკინიგზო სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ წინაღმდეგობას, რომელსაც 2010 წელს “მწვანეები” უდგნენ სათავეში. ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე (2011) შედგა. სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში, ის 20 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში უჩვენეს. 

ირინა ქურთიშვილის საავტორო პროექტი – “ᲤᲘᲚᲛᲘ ᲓᲐ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲐ” ფონდის სივრცეში 12 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის პირველ ციკლში რვა ფილმი იქნება წარმოდგენილი.
სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/bogk7

 

პროექტის კურატორის შესახებ:
ირინა ქურთიშვილი – ცნობილი ხელოვანი, კურატორი და სცენოგრაფია, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მისი ინიციატივითა და ავტორობით, თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინში, ვენასა და ციურიხში არაერთი არქიტექტურული, მხატვრული და კინემატოგრაფიული პროექტი განხორციელდა.

დეტალები იხილეთ:
www.irinakurtishvili.com
www.architectureambience.com

ფოტო და ვიდეო

RIO ↔ URBANIZED – ქალაქები, სივრცეები, მატრიცები

ადგილი

Art Foundation Anagi

ხელოვნების ფონდი „ანაგი“, თბილისი აერთიანებს საქართველოს ხელოვნების მემკვიდრეობას კვლევაზე დაფუძნებულ ინოვაციურ კურატორობასთან და გლობალურ თანამშრომლობასთან.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება