Ricky Martin თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Ricky Martin

Ricky Martin

Ricky Martin
21, Rustavi Racing Track
ბილეთის ფასი
დან200
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

16.07.2026
ხუთშაბათი
19:00
200 ₾ - 1500
200 ₾ - 1500
ვრცლად

აღწერა

რიკი მარტინი, მილიონების ფავორიტი და ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო, პირველად წარდგება საქართველოში 16 ივლისს, სადაც თავის საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ყველაზე ენერგიულ და ელექტრიზებულ ჰიტებს შეასრულებს.

 

ეს გრანდიოზული შოუ გააერთიანებს არტისტის ყველაზე ცნობილ სიმღერებს. რიკი მარტინმა დიდი ხანია დაიმკვიდრა ლეგენდის სტატუსი ისეთი ჰიტებით, როგორიცაა “Livin’ la Vida Loca,” “Maria,” “She Bangs” და “Nobody Wants to Be Lonely.” მისი წარმატების გზა ბავშვობიდან დაიწყო: უკვე ცხრა წლის ასაკში რეკლამებში მონაწილეობდა, ხოლო თორმეტში ჯგუფ Menudo-ს შეუერთდა. 1991 წელს სადებიუტო სოლო ალბომის გამოშვების შემდეგ, მან მსოფლიოში 95 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მიიღო მრავალი პლატინის სტატუსი და მოიგო ორი გრემი, ასევე ხუთი ლათინური გრემი. იგი თავისუფლად გადადის ენერგიულ საცეკვაო ჰიტებსა და ღრმა ემოციურ რომანტიკულ ბალადებს შორის.

 

ბოლო პერიოდში რიკი მარტინი Super Bowl-ის შოუში გამოვიდა Bad Bunny-სა და Lady Gaga-სთან ერთად, ხოლო ამ ზაფხულს მსმენელს ისეთივე ძლიერ და ენერგიულ შოუს ჰპირდება, რომელიც სავსე იქნება დაუძლეველი ლათინური რიტმებით. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, იხილოთ მსოფლიო მუსიკის ნამდვილი ლეგენდა ცოცხლად თბილისში, 16 ივლისს, Rustavi International Motorpark-ზე!

 

ბილეთები:

 

General admission  (დასადგომი სივრცე)

 

Fan zone (დასადგომი სივრცე)

 

  • ექსკლუზიური VIP შესასვლელი - ისარგებლე ურიგოდ შესვლით შესვლით ფესტივალის ტერიტორიაზე
  • კერძო VIP სივრცე კომფორტული ლაუნჯ ზონებით 
  • სპეციალური სასადილო ზონა და ბარი მხოლოდ VIP სტუმრებისთვის.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

Ricky Martin

ადგილი

Rustavi International Motorpark
რუსთავი არის სარბოლო ტრასა, რომელიც მდებარეობს საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 20 კმ-ზე სწორი ხაზით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება