რიშარ გალიანო New Viaggio Trio
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმის“ 2025 წლის სეზონს, ფრანგი ვირტუოზი აკორდეონისტი, რიშარ გალიანო საპრემიერო ალბომის New Viaggio პრეზენტაციით, მარჯანიშვილის თეატრში, 9 სექტემბერს დახურავს.
დასაწყისი 20.00 სთ
***********
2025 წლის ოქტომბერს, რიშარ გალიანო ხელახლა გამოსცემს თავის ლეგენდარულ ალბომს „Viaggio“, რომელიც თავდაპირველად 1993 წელს გამოვიდა.
პოეზიითა და ემოციებით სავსე დროის მიღმა არსებული ეს მუსიკალური მოგზაურობა გარდამტეხი აღმოჩნდა გალიანოს საერთაშორისო კარიერაში. ახალი გამოცემა უფრო დაიხვეწა და ექსკლუზიური ბონუს-ტრეკებით გამდიდრდა, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს ხელახლა აღმოაჩინოს ეს უნიკალური ატმოსფერო.
ახალი „Viaggio“ ერთდროულად არის წარსულისთვის მიგებული პატივი და ხიდი მომავლისკენ - განახლებული შემადგენლობით, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს ამ უკვდავ კომპოზიციებს.
რიშარ გალიანო:
„მოხარული ვარ, რომ ამ მუსიკალურ მოგზაურობას ვაგრძელებ ახალ თანამგზავრებთან ერთად — ედრიენ მოინიართან (გიტარა) და ფილიპ აერტსთან (კონტრაბასი). მათი ნიჭი და მგრძნობიარობა ამ კომპოზიციებს ახალ განზომილებას სძენს“.
შეძენილი ბილეთი ამ ღონისძიებაზე არ ბრუნდება