RGTZ CUP 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
RGTZ CUP 2026
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

09.04.2026
ხუთშაბათი
00:00
10.04.2026
პარასკევი
00:00

აღწერა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მხატვრული ტანვარჯიშის რიგით მესამე ტურნირი #RGTZCUP2026 მზადების ეტაპზეა. 
წინა ორი წარმატებული წლის შემდეგ, ჩვენი მიზანია, წელს ტურნირის სტანდარტი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ.
განსაკუთრებული სიახლე გვაქვს ლოკაციასთან დაკავშირებით: წელს ტურნირი ტარდება ახალ, თანამედროვე მრავალფუნქციურ კომპლექსში. ულამაზესი სატურნირო დარბაზი და პროფესიონალური ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ კიდევ უფრო გასაოცარი და დახვეწილი გარემო, ვიდრე აქამდე.
ჩვენი გუნდი მუშაობს განსაკუთრებულ კონცეფციაზე, რათა მონაწილეებსა და სტუმრებს დახვდეთ მაღალი დონის სპორტული დღესასწაული და დაუვიწყარი ატმოსფერო.
მოხარული ვიქნებით, თუ კვლავ შემოუერთდებით ამ პრესტიჟულ ღონისძიებას.
📍 ლოკაცია: დიდი დიღომი დ.თავდადებულის 18ა
📅 თარიღი: 9/10მაისი

პატივისცემით,
თეონა ზივზივაძე
ტურნირის ორგანიზატორი 

ფოტო და ვიდეო

RGTZ CUP 2026

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება